ტექნიკური საკითხები


ტექნიკური საკითხები


ავტომატური დამცველების შემოწმება

გლოკებს არ აქვთ მექნიკური დამცველები. ავტომატური დამცველები ინტეგრირებულია პისტოლეტის კონსტრუქციაში. იმისთვის თუ შემოწმდეს მათი მუშაობა უნდა გაკეთდეს შემდეგი რამეები:
1. დამრტყმელის დამცველი. დააყირავეთ მოხსნილი ზატვორი და ნახეთ ჩანს თუ არა დამრტყმელის წვერი, ხვრელიდან ზატვორის სარკეში. ნორმალურია თუ ის არ ჩანს. იგივე მდგომარეობაში თითით დააჭირეთ დამრტყმელის დამცველს. დამრტყმელის წვერი ეხლა უნდა გამოჩნდეს ხვრელიდან.
იმისთვის

გლოკის “6 ნაწილიანი” ქარხნული აფგრეიდი.


1992 წელს გლოკმა გამოაცხადა 6 ნაწილიანი უფასო აფგრეიდი მის მიერ გამოშვებული პისტოლეტებისათვის. აღნიშნული აფგრეიდი ზრდიდა პისტოლეტის საიმედოოდბა და უსაფრთხოებას მსროლელის მიმართ. აფგრეიდს დაექვემდებარა დაახლოებით 380 – 500 პისტოლეტი, რომელიც გამოშვებულია 1991 წლამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი გლოკის მფლობელმა შეეცადოს ჩამოიტანოს ეს ნაწილები თავად გამოცვალოს ისინი. იმისთვის რომ დარწმუნდეთ საჭიროებს თუ არა თქვენი გლოკი ასეთ აფგრეიდს იხილეთ დაბლა სურათი. (სურათზე არ აირს აღნიშნული დამცველის ახალი ტიპის ზამბარა, ის მოყვება დამცველს კომპლექტში).

როგორ იშლება გლოკის მჭიდი?

იხილე ვიდეო აქ http://www.custom-glock.com/vids/mag1.mov

საჭიროებს თუ არა გლოკი წმენდას?
გლოკი გამომდინარე მისი კონსტრუქციიდან არის საოცრად საიმედო იარაღი. მას ირჩევენ პროფესიონალები, მაშინ როდესაც ჭირდებათ საიმედო და ეფექტური იარაღი, გამსაკუთრებულად რთულ კლიმატურ პირობებში. უდაბნოში თუ არქტიკულ პირობებში. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მას მოვლა არ უნდა. გლოკი უფრო ტოლერანტულია, როდესაც საქმე გვავქს ცუდ და არაკვალიფიციურ მოვლასთან მაგრამ წმენდა და შეზეთვა მას ნამდვილად ჭირდება და უხდება. თუმცა ფაქტია ისიც რომ გლოკი მუშაობ ყოველგბარი ზეთის და საფოხის გარეშეც.

რატომ არ შეიძლება გლოკიდან მთლიანად ტყვიისგან დამზადებული ტყვიების (lead bullets) სროლა?

ზუსტი პასუხი არავინ არ იცის, მაგრამ რჩევა არ გამოიყენოთ გლკში ასეთი ტიპის ვაზნები მეორდება ყველა ფორუმზე და რესურსზე. ითვლება რომ გლოკის პოლიგონალური ლულები ადვილად ილექებიან ტყვიით (არ ვიცი სწორეა ასეთი აღწერა თუ არა) რაც ზრდის წნევას ლულაში და იწვევს მის კატასტროფულ დაზიანებას. ასევე გადასვლა პატრონიკიდბნა ლ;ულაში განსაკუთრებულათ ბასრი და მაღალი კუთხეები აქვს. ტყვია შეიძლება მანდ დაგროვდეს და გამოიწვიოს ზატვორის არა სრული ჩაკეტვა რაც შესაბამისათ იწვევს მასრის დაზიანებას, რასაც თავისმხრივ მოყვება საკმაოდ მძიმე შედეგები. მოკლედ ასეა თუ ისეა არ ღირს ამის საკუტარ თავზე გამოცდა და ასეთი ვაზნების გამოყენება.

ისვრის თუ არა გლოკი წყალქვეშ?


არსებობს სპეციალურად მოდიფიცირებული გლოკები (თუმცა შესაბამისი ნაწილი გამოცვლის შემდეგ წყლისქვეშ ისვრის ნებსიმიერი გლოკი) ისინი აღჭურვილია დამრტყმელის ზამბარის სპეციალური სამაგრებით, რომლებიც გამოდევნიან წყალს დამრტყმელის არხიდან და უზრუნველყოფენ მის ფუნქციონირებას. სროლისას უნდა დარწმუნდეთ რომ ლულაში არ დარჩა ჰაერი.
ავტორი არ ურჩევს ამის საკუთარ თავზე გამოცდას ვინაიდან ბევრი ცუდი რამე შეიძლება მოხდეს და სმენის ტრავმირება პირველ რიგში! გართობის მიზნით წყალქვეშ სროლა ნამდვილად არ არის რეკომენდირებული!!!
წყალქვეშა სროლის ვიდეო http://www.youtube.com/watch?v=6pvr0KeLaK8

ცვეთის ნიშნები ზატვორის შიდა მხარეზე. საიდან ჩდება?

ეს ნიშნები არ მოქმედბენ იარაღის ფუნქციონირებაზე და გაჩენის თანავე რაღაც მომენტში აღარ იზრდებიან. ეს არის გამოწვეული იმით რომ პოლიმერის რამაში ჩასმული ფოლადის დეტალი რომელიც ასრულებს ლულის ჩამკეტის ფუნქციას სროლის დროს მოძრაობს პოლიმერის რამის დეფორმაციის დროს და ზატვორს მოძრაობის რაღაც მომენტში ისინი ერთმანეს ეხებიან. ასეთი ნიშნები ჩნდება პირველივე გასროლის მომენტიდან. მათი ფორმის მიხედვით შეიძლება იმსჯელო რამდენად ნაცვეთია იარაღი.

peen


No comments:

Post a Comment