Sunday, November 25, 2012

ყველაფერი გლოკის სისტემის პისტოლეტებზე.




ტექნიკური მახასიათებლები.


 მოდელების სიმრავლის გამო მათი ცალკე მოყვანა ამ სტატიისთვის მიზანშეუწონელია. არსებობს მშვენიერი რუსულ ენოვანი რესურსი შემდეგ მისამართზე.


 http://www.glock.com/downloads/GLOCK_ru.pdf;

მოკლე ისტორია .
გლოკის სისტემის პირველი პისტოლეტი გახლდათ გლოკ 17 რომელიც შექმნილი იყო გასტონ გლოკის მიერ სპეციალურად ავსტრიის შეიარრებული ძალების მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის. ეს იყო პირველი ასეთი სახის პროდუქტი “გლოკის” კომპანიისათვის, რომელიც აქამდე უშვებდა ტყვიამფრქვევის ლენტების ნაწილებს, ნიჩბებს, დანებს და სხვა წვრილმანებს ამზადებდა. ცნობილია, რომ გასტონ გლოკმა, ფირმის დამფუძნებელმა და მფლობელმა გაიარა მეიარაღის კურსები ფერლახში და შემდგომ შეკრიბა ჯგუფი ყველაზე გამცდილი და ნიჭიერი კონსტრუქტორებით დაკომპლექტებული, სადაც ისინი მუშაობდნენ ახალი თაობის პისტოლეტის კონცეფციაზე. ასე თუ ისეა პისტოლეტი (გლოკ 17) ნამდვილად ძალიან კარგი გამოვიდა და იგი მიღებულ იქნა ავსტრიის ჯარის შეიარაღებაში. კონკურსის სპეციფიურმა პირობებმა განაპირობა გლოკის პსიტოლეტის სახე, რომლითაც ის ეხლა ცნობილია მთელ მსოფლიოში. მაგალითად დიდი მოცულობის მჭიდი არჩეული იყო იმიტომ, რომ თუ ვაზნების რაოდენობა მასში გადააჭარბებდა 16 ცალს მეორე მჭიდი კომპლექტში აღარ იქნებოდა საჭირო, შესაბამისათ ერთი 17 ვაზნიანი მჭიდი ამცირებდა ხარჯებს. ტარის უხეში ფორმა და ზომა განპირობებული იყო იმით, რომ ავსტრიელ სამთო-მსროლელებს ქონოდათ მისი ადვილი ოპერირების საშუალება სქელი ხელთათმანებით.

პისტოლეტის რამა დამზადებულია პოლიმერისგან (”ზიტელის” მარკის) რომელიც დიდ დატვირთვებს უძლებს და იტანს ნებისმიერ ქიმიკატს, არ იჟანგება და პრაქტიკულად არ ბერდება. დეფორმაციის უნარი ამცირებს უკუქცევის ძალას და კიდე უფრო გამძლეს ცდის მას. გლოკის პისტოლტს აგდებდნენ ვერტმფრენიდან, თვითმფრინავიდან და სხვა და სხვა შენობების სახურავებიდან. არც ერთ შემთხვევაში ის არ რებულობდა მექანიკურ დაზიანებას და ინარჩუნებდა ფუნქციონირებას.
მძიმე და ძალიან გამძლე ზატვორი მზადდება ჩამოსხმით და გადის სპეციალურ პროცედურას (პარკერიზაციას), რის შემდეგაც მისი სიმკვრივე უახლოვდება ალმასისი სიმკვრივეს, ის პრაქტიკულად არ ჯანგდება და არ იკაწრება. ასეთი ტიპის დაფარვა (”ტენიფერი”) არის ერთ ერთი ყველაზე გამძლე, რომელიც გამოიყენება თანამედროვე პისტოლეტებში.
ავტომატიკის სქემით გლოკი წარმოადგენს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ სქემას. მის საბოლოოს ახეზე აშკარად დიდი გავლენა იქონია ხეკლერ&კოხის მიერ წარმოებულმა პისტოლეტმა VP-70 (დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, პოლიმერის “რამკა”) და გერმანულ-შვეიცარულმა ზიგ-ზაუერმა (ჩაკეტვის სისტემა). გლოკის სიტემის პისტოლეტები კალიბრით .380 იყენებ თავისუფალი “ზატვორის” სისტემას.
ძალიან ორიგინალურია და ეფექტურია გლოკის სამმაგი დაცვის სისტემა. მიუხედავათ იმისა რომ გლოკს არ გააჩნია გარეთა არავტომატური დამცველი ის მაინც უსაფრთხოა როგორც მაგალითად რევოლერი. “სამმაგი დაცვის სიტემა” (glock safe action) გამორიცხავს გასროლას სასხლეტზე დაჭერის გარეშე.
  
 
ყველაფერი ამის შედეგათ გასტონ გლოკმა შეძლო შეექმნა პისტოლეტი, რომელმაც საერთოდ შეცვალა თავდაცვის იარაღის კონცეფცია. რიგი ავტორიტეტული ჟურნალების გამოკითხვების შედეგათ გლოკი აღიარეს XX საუკუნის საუკეთესო შეიარარების სიტემად სადაც მან გაუსწრო მაქსიმის სიტემის ტყვიამფრქვევს და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატს.
დღეს დღეისობით გლოკი რჩება საიმედოობის და გამძლეობის ეტალონად.
გლოკის სიტემის პისტოლეტები გამოდის იმდენ კალიბრში და ზომაში, რომ მისი ადაფტირება შეიძლება ნებისმიერი მოთხოვნის გათვალისწინებით. აქსესუარების და “კომერციული” ნაწილების სიმრავლის გამო ძალიან ადვილია მისი შემდგომი მოდიფიცირება. დღეს ფირმას მართავს გასტონ გლოკის შვილი, რობერტ გლოკი


.http://en.wikipedia.org/wiki/Gaston_Glock